NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
მთავარი გვერდი პოლიტიკა სიახლეები

აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

მწერლებმა და გამომცემლებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე. მათ თეთრ მაისურებზე წითელი ასოებით ეწერათ – „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“ „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“.

აქცია პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსით დაისწყო. რომელსაც სახეზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა და საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა.

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფრანქფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. ბაზრობა 10 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გასტანს, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი საქართველოს აქვს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 11 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. მასზე წელს პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, დაგეგმილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის კავკასიური ნოველების თარგმანების პრეზენტაციები.

პოპულარული სტატიები

პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 8 მუშა ემსხვერპლა

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების ნაწილი დღეიდან ნახევარ ფასად გაიყიდება

“სერიალებისთვის დრო არ მაქვს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....