NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ამ ყველაფერს მოჰყვება საქართველოს დაშლა+ გაქრობა რუკიდან!”
ბლოგი

“ამ ყველაფერს მოჰყვება საქართველოს დაშლა+ გაქრობა რუკიდან!”

“ამ საკითხით, მეტად აღარ მოგაბეზრებთ თავს და ისევ ჩემს ცემენტებსა და ბეტონებს დავუბრუნდები! (ისედაც ბევრი დრო დავკარგე!)

უბრალოდ, შეგახსენებთ მოსალოდნელ თანმიმდევრობას მოვლენებისას, რომელიც გადაიყოლებს ჩვენს ქვეყანას!

მაშ ასე! პრეზიდენტი (ნაცი +გირჩი+ევრონაცი)= შეწყალებულ (მიკროფიურერი+მიკროჰიმლერი+მიკროკეიტელი)-ს! ამ ყველაფერს მოჰყვება—-საქართველოს დესტაბილიზაცია+დაშლა+ გაქრობა რუკიდან!

ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ან ბრიყვია, ან გაყიდული! ამიტომ სამშობლოს ბედზე ოდნავ მაინც დაფიქრებული კაცის ვალია:

1. აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე;

2. ხმა მისცეს (შაშიაშვილი+კუკავა+ანდრიაძე) სამეულიდან ყველაზე რეიტინგულს!

3. ამ სამეულის ვალია: გააცნობიერონ, რომ ქვეყანა იმყოფება ისეთ კრიტიკულ ზღვარზე, როცა ერთი მცდარი ნაბიჯი= სახელმწიფოს, როგორც ასეთის, სიკვდილს!

ამიტომ, ჩაატარონ შიდა პრაიმერი, გამოავლინონ ყველაზე რეიტინგული და გაერთიანდნენ მის ირგვლივ!

შეიძლება პათეტიკად ჩამითვალონ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც არ აიღო ხელი ქართველმა “უჩემოდ ვინ ინღერეთა!”-ს პოლიტიკაზე და არ გასცა კითხვას პასუხი: ბოლობოლო, რა უნდა მას–საცოცხეთში, “კოჰაბიტაციით შეფუთულ ოლიგარქიულ საგიჟეთში”, თუ ნორმალურ (ე.ი. ფასეულ ტრადიციებზე მორგებულ კანონებით მაცხოვრებელ) ქვეყანაში ცხოვრება? –ის მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და ნუღარავის ნუ დაემდურება!!

მე პირადად, დაველოდები ეროვნულ ძალთა გაერთიანებას, ბოლო დღემდე, ხოლო თუ ეს გაერთიანება ვერ შედგა–ავდგები და სალომეს “ჩავეხუტები”–როგორც უფრო ნაკლებ “უბედურებას!” აი, ამისი თქმა მინდოდა, ჩემო საყვარელო თანამემამულეებო!

ახლა თქვენ იცით, რასაც იქმთ!! გემშვიდობებით არჩევნებამდე და მინდა შეგახსენოთ ადრე ნათქვამი: “თუ გსურს, ბოლომდე დამიწდეს, ნაცბანდა სულის მხუთი, ემანდ ხელი არ წაგიცდეს, არ შემოხაზო ხუთი!!” (ან მათთან დაკავშირებული სხვა რიცხვები…!!!)“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი აკაკი ირომაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

პოპულარული სტატიები

ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი

მთავარია იმედი არასდროს არ დაიკარგოს-აფხაზეთი საქართველოა

მთავარი რედაქტორი

,,სანდრომ ეს ბიჭი დაინახა და ჩაეხუტა, მერე გვერდზე გაიყვანა და ჩუმად ფული აჩუქა…”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....