NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე!”
საზოგადოება

“ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე!”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, აკაკი მამრიკიშილი ქუთაისში თეთრ ხიდზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“დღეს პირველად გავიარე “განახლებულ” თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ!

ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ ჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენთქო???!!!
3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი, იმ ფილას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!!
ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” და ეკუთვნის ტერენტი გრანელს!
კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს…
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე!
იმედი მაქვს შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ შეცდომას!
ეს, რომ “სევდის მეფეს” წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო
“მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!”
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!

პ.ს. ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე მეგობრებო, პოლიტიკა მაგრად მკიდია პოლიტიკოსებს შეარგოთ, “თუ მიირთმევენ”!!!” – წერს აკაკი მამრიკიშილი.

პოპულარული სტატიები

“შეგიძლია გადააკოპირო, რაც გინდა, მაგრამ შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები”

მთავარი რედაქტორი

ნიკა გვარამია – თავს ვგრძნობ გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ

მთავარი რედაქტორი

“ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....