NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ამდენი ცილისწამების მიუხედავად ის აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას “
პოლიტიკა

“ამდენი ცილისწამების მიუხედავად ის აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას “

ახალ ფარულ ჩანაწერებსა და კვლევის შედეგებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ბიზნესის გადანაწილებასა და არაფორმალური მმართველობის კონკრეტულ სქემას ეხება, საპარლამეტო უმრავლესობა ეხმიანება.

ეკა ბესელიას განცხადებით, უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს ჩანაწერებით ელაპარაკებოდნენ. მისი განცხადებით, ამ ცილისწამებების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ფიქრობს ხალხისა და ქვეყნის დახმარებაზე.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მას აქვს ზუსტად ის სტატუსი, ის პოლიტიკური პოზიცია რაც აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და რითიც ის არის დაკავებული რაც მე ვიცი, ის აგრძელებს ისევ მიუხედავად მის მიმართ ამდენი ცილისწამებისა და ამდენი ყველა ზღვარს გადასული შეფასებისა,  აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას. უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ერთმანეთს მოქალაქეები ელაპარაკებოდნენ მხოლოდ ჩანაწერებით. გამოძიება მიმდინარეობს ყველაფერს სახელი დარქმევა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ წარსულში ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდებით,“-აცხადებს ბესელია.

“კურიერმა” ბიძინა ივანიშვილის ძმის სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.

ჩანაწერების მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, კონკრეტულ სქემას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მისი გვარის გამო, ახალ ბიზნესს საქართველოში ვერ იწყებს და ამის გამო, დაინტერესებულია ძველი ბიზნესის ამოქმედებით და სურს, ძვირადღირებული მანქანების შემოყვანა.

პოპულარული სტატიები

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 183 ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

მთავარი რედაქტორი

რა პირობით დათანხმდა ბიბილოვი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას?

მთავარი რედაქტორი

“მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის „ედუარდიზაციის“ პროცესი”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....