NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ადვოკატი: მწყემსი მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს
მთავარი გვერდი სიახლეები

ადვოკატი: მწყემსი მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს

„მალხაზ კობაურის პოზიციიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვიდრე იგი გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა და დასძინა, რომ დაცვის სტრატეგია შერჩეულია, თუმცა მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმითის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს.

მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით კი მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფერდა.

პოპულარული სტატიები

ქართველმა ქალმა პირდაპირ ეთერში ისლამი მიიღო

51-ე სკოლის დირექტორი: ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა

მთავარი რედაქტორი

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა არხი დატოვა

გადასვლა....