NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა
საზოგადოება

აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ვერ ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში, დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა.

„რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც 2018 წელს მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში, ვერ მიმართეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, ამასთან ვერ ისარგებლეს გამოცხადებული რიგგარეშე მობილობით და ამ დრომდე არ არიან ჩარიცხულები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაციაგაუქმებულ დაწესებულებებში, კერძოდ: შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელში, შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA -ში და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და დღემდე ვერ ისარგებლეს მობილობით“ –  ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები

“ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ, მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ?!”

“ბავშვის მოცილება, დედაჩემი კი არ ვართქო. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა”

მთავარი რედაქტორი

ხელფასის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენილი მედიკოსები გაიფიცნენ

გადასვლა....